1 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თინა ბურჯალიანი: "თაზო იუსტიციის სამინისტროდან პოლიტიკური მოტივით რომ დაითხოვეს "

ამერიკის ადვოკათა ასოციაციის სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროგრამების დირექტორი/უფროსი მრჩეველი, თინა ბურჯალიანი სოციალურ ქსელში თამაზ ახობაძეზე წერს, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს 

"ეს არის თამაზ ახობაძე. 

თაზო იუსტიციის სამინისტროდან პოლიტიკური მოტივით რომ დაითხოვეს ამაზე თვალი ქართულმა სასამართლომაც ვერ დახუჭა. თაზომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენა, ყველგან მოიგო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

იუსტიციის მინისტრი ჯიბრში უდგას, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, იმიტომ რომ არც მეტი არც ნაკლები, პირადი ბოღმა აქვს. 

სასამართლო ხელისუფლების ამაზე მეტი დისკრედიტაცია რა უნდა იყოს?!

Tamaz Akhobadze რა გითხრა არ ვიცი 

მადლობა რომ არ დაიღალე "


კომენტარები

მსგავსი სიახლეები