2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მე შვილმკვდარ დედებს ვესაუბრები:ცოტათი მოითმინეთ, ოღონდ მოითმინეთ ბრძოლაში და არა სასოწარკვეთილებაში…”

მამა თეიმურაზ გიგნაძე შვილმკვდარ დედებს მიმართავს:

მე შვილმკვდარ დედებს ვესაუბრები: – რა არის იმაზე ძვირფასი, იმაზე ტკბილი, თუ არა შვილი და აი, თქვენ გეუბნებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი სიკეთით დასრულდება, ბედნიერები იქნებით თქვენს შვილებთან ერთად. ცოტათი მოითმინეთ, ოღონდ მოითმინეთ ბრძოლაში და არა სასოწარკვეთილებაში და ჩვენი ტკბილი იესუ, რომელიც კვდებოდა რა, თითოეული ადამიანი გათვალისწინებული ყავდა, თითოეული ადამიანი!

ადამიანზე ძვირფასი არაფერი არ არის.

ჩვენი ტკბილი იესო არ დატოვებს თქვენს შვილებს ღვთის მადლის გარეშე და აუცილებლად ერთად გამყოფებთ იმ სიხარულში და იმ ბედნიერებაში, რომელიც ღმერთმა განგვიმზადა და რომელზეც პავლე მოციქული ამბობს: – ისეთი სიხარული განგვიმზადაო ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს შეხებია.

ღმერთმა აი, ამ სიხარულში დაამკვიდროს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და თითუეული ჩვენთაგანი ამინ!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები