2 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
 გეგმების კორექციის დღეა. მეტი დრო დაუთმეთ პერსპექტიული ჩანაფიქრების განხორციელებას. შეიძლება დროებით მიუწვდომელი გახდეს საჭირო ადამიანი, დაგვიანდეს თათბირის ჩატარება. 

კურო
თანამდებობის პირ ნიშნებს მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გმართებთ. განსაკუთრებით, ხელშეკრულებების გაფორმებისას. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. აგრეთვე, მშობელთან, უფროსთან. 

ტყუპი
გონებრივი სამუშაოსთვის უფრო კარგი დღეა, ვიდრე ფიზიკური აქტიურობისთვის. კარგი დღეა ვირტუალური მიმოწერისთვის. ნუ გაემგზავრებით შორ მანძილზე, ნუ გააფორმებთ ვიზას, ნუ გახსნით ახალ საიტს. 

კირჩხიბი
ნუ დაუმეგობრდებით საეჭვო ადამიანებს. განსაკუთრებით, ვინც მარტივად გამდიდრებას გპირდებათ. კოლექტივის გავლენით ნუ შეიცვლით საკუთარ პოზიციას. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი კოლეგების აყვანა. 

ლომი
გართულდება მოლაპარაკებები, მიმოწერა. შეიძლება ვერ მიაგნოთ საჭირო ადამიანებს. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან, ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა-გაყიდვას. 

ქალწული
რთულ სიტუაციაშიც კი მოგიწევთ სხვების დახმარება, მაგრამ ისე მოიქეცით, რომ ჯერ საკუთარი საქმეები შეასრულოთ. შეცდომების გამოსწორებამ შეიძლება ნერვები მოგიშალოთ. არ აიყვანოთ ახალი თანამშრომლები, არ შეიცვალოთ სამუშაო ადგილი. 

სასწორი
გამარჯვებასა და ფულს მარტივი გზით ვერ მოიპოვებთ. აგრესია და ძალისმიერი მეთოდები დიპლომატიურობით ჩაანაცვლეთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის (კროსვორდების შევსება). -0:11მნიშვნელოვანი საუბარი გელით საყვარელ ადამიანთან, შვილთან. 

მორიელი
დღეს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნება ოჯახის წევრებთან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. 

მშვილდოსანი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს თქვენი არ ესმით. ვერ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. შეფერხებით იმუშაოს ინტერნეტმა. ზოგიერთი უარყოფით პასუხს მიიღებს მისთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. 

თხის რქა
შეზღუდვა გელით კვებაში, ფულის ხარჯვაში, საქმეების მოგვარებაში. შეამცირეთ არაფრისმომცემი ურთიერთობები. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი პროექტების დაწყება. 

მერწყული
ნებისმიერ საქმიანობაში გჭირდებათ თვითდისციპლინა. ნუ ელოდებით კომფორტულ სიტუაციას. იმუშავეთ დაკვირვებულად. კარგი დღეა გონებრივი საქმიანობისთვის. შეიძლება მოულოდნელი შემოწმება დაგადგეთ თავზე. 

თევზები
ნუ გააიდეალებთ ადამიანებს, მოვლენებს, კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. შეიძლება შეფერხებით იმუშაოს კომპიუტერულმა პროგრამებმა. არაფერი ახალი დღეს არ დაიწყოთ, არ შეუამხანაგდეთ საეჭვო პირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები