1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მართალია გულზე ოქროს ჯვარი უბრწყინავთ, გული კი გაშავებული აქვთ”

  მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

“უძღები შვილის სინანული ყველაზე საიმედო საგზურია სულიერი უდაბნოს გზაზე. საკუთარ თავს თუ ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ ყველაფერი თამაშია და სინამდვილემდე ჯერ კიდევ შორია…

ერთი ცხოვრება ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ თავი ბოლომდე შეიცნო. გაურბიხარ სარკეში ჩახედვას. არ გსურს, სახეზე ლაქა შენიშნო. გარეთ კი გალამაზებული გადიხარ სათამაშოდ.

როცა დაიღლები, საკუთარ თავს მიუბრუნდები და ბოლო ხმაზე ბღავილი გინდება, რადგან გიჭირს ნიღბით სიარული. ნიღბის გარეშეც ძნელია. 
გეძნელება იმიტომ, რომ შიშობ, საკუთარმა თავმაც კარი არ მიგიხუროს. 
გარეგნულად მოწესრიგებული საზოგადოების ნამდვილი წევრი ხარ, შიგნით კი ქაოსია… რას არ იზამდი, რომ შეგეძლოს. 

ყველაფერს ფეხზე დაიკიდებდი და აიწყვიტავდი, მაგრამ ქვებმომარჯვებული ჯალათები გაშინებენ. მართალია გულზე ოქროს ჯვარი უბრწყინავთ, გული კი გაშავებული აქვთ…

შენც ცდილობ მათთან არ შეგეშალოს, თორემ შინაგან შფოთს მარტო ღმერთი ხედავს… ჰოდა, ეს ნაკლებად გაინტერესებს… მთავარია ადამიანებმა მიგიღონ საკუთარ მოჯადოებულ წრეში… იქ ეშურები დაბრუნებას… 

ღმერთთან კი ცოტა თუ ბრუნდება… ნამდვილი, უძღები შვილის დაბრუნებით”,-წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები