1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ევექსის მედპერსონალმა მოხუც პაციენტს დაზიანებები მიაყენა და სახლში გაწერა

 ევექსის ერთ-ერთი პაციენტის, ვახტანგ გოგეშვილის ოჯახის წევრმა, ნათია წერეთელმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი  ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით, საავადმყოფოდან სახლში გადმოიყვანა.

"ვახტანგ გოგეშვილი (ჩემი მამამთილი) სამი დღეა გვყავდა ევექსი • EVEX -ში, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ. 

ეს არის არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში.

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თქვენ რას აკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად? კლინიკაში არ უვლიან პაციენტებს, არც ახლობელს უშვებენ რომ მოუარონ, დღეს ძლივს მოვახერხეთ შესვლა და ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა.

 ან სად იყო ექიმი, ან ექთანი? რატომ არავინ მიაქცია ყურადღება, დააბეს ცხოველივით და მიატოვეს. ადგილზევე გაირკვა რომ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი. 

ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე ჩავარდნილი დარგია ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე ვიწვნიეთ! - დაწერა წერეთელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები