1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის და ე.წ. პედოფილიის მარეგულირებელი კანონპროექტი მთავრობას წარედგინა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სანქციები გამკაცრდება და არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება.

არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ.

ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ, რადგან სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები