1 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია”..ვირო მადლი მოგი**ანო! ალალია თქვენზე ეს გამოთქმა” – ნათანიელ ერიაშვილი ლადო აფხაზავაზე

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია” – ასეა ქართველების საქმე.

ჩვენიანსა და კარგს თუ გესლი არ ვასვით, ისე ვერ ვიხარებთ გულს. გურიის პატარა სოფლის მასწავლებელი მსოფლიოში საუკეთესოთა შორის აღიარეს და აქ ვეღარ გაძღა ბრბო მასზე ბოღმისა და ბალღამის ნთხევით.

ნეხვის ხოჭო ორიენტაციას ვარსკვლავებით ახდენს და იმ ნეხვიდან ხანდახან ცაში, ვარსკვლავებისკენ იყურება გზის გასაგნებად. თქვენ მაგასაც არ აკეთებთ, ნეხვში ხართ, ნეხვსვე ჩიჩქნით და სხვებსაც ესვრით გამეტებით.

“დიდკაცი თუ გამოგვერია, იმას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები” ხოდა, ვირო მადლი მოგიტყანო! – ალალია თქვენზე ეს გამოთქმა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები