2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური საქართველოს მკვიდრი" - ილია მეორე თავის სტიქაროსანს გამოემშვიდობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მთავარსტიქაროსან ლევან ბორტიშვილის პანაშვიდი გადაიხადა.  

"ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი. შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს. ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ. დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის", - თქვა ილია მეორემ.

17 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მთავარსტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები