0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"შსს სასწრაფოდ იპოვეთ ეს არსება,რომელიც "შარლი ებდოს" მოწყობით გვემუქრება" - მედია ჰოლდინგის დირექტორი, გიორგი კაპანაძე მიმართვას ავრცელებს

"სასწრაფოდ იპოვეთ და მიწიდან ამოიღეთ ეს არსება, რომელიც "შარლი ებდოს" მოწყობით გვემუქრება"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე წერს და შსს-ს მიმართავს :

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaსასწრაფოდ იპოვეთ და მიწიდან ამოიღეთ ეს არსება, რომელიც "შარლი ებდოს" მოწყობით გვემუქრება. 

მივმართავ ხელისუფლების პირველ პირებს, მის არაფორმალურ მმართველს: თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩვენი მედია კომპანიის რომელიმე თანამშრომელს, პასუხს აგებთ პირადად და პერსონალურად. 


"შარლი ებდოთი" კი არა, სულ რომ "ჯამალ ჰაშოღით" დაგვემუქროთ, მაინც წამოვწევთ თქვენს კორუფციულ თემებსა და ქონების მიტაცების ფაქტებს...

US Embassy Tbilisi, Georgia ვთხოვ ამერიკის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, დაინტერესდნენ ამ სახიფათო, სერიული მკვლელობის მუქარის ფაქტით.

P.S: ვინც არ იცის, მათთვის: 2015 წლის 7 იანვარს, ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს, "შარლი ებდოს“, შეიარაღებული ტერორისტები დაესხნენ თავს და 12 ადამიანი მოკლეს." - აღნიშნავს კაპანაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები