1 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სერგი კაპანაძე შესაძლოა უმცირესობის ლიდერი გახდეს - რას უპირებენ დავით ბაქრაძეს?

ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ გაარკვია რომ ევროპულ საქართველოში, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის გადაყენებასა და მის ადგილზე სერგი კაპანაძის არჩევაზე მსჯელობენ.

ჩვენი ინფორმაციით, ბაქრაძის გადაყენებისა და კაპანაძის არჩევის თემაზე, ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მუშაობს.

ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია რომ გიგა ბოკერიამ უკვე დაიწყო ხმების დათვლა-მობილიზება, რათა „საჭირო დროს ეს საკითხი წამოწიოს და მის მიერ დაგეგმილი ცვლილებები განახორციელოს“.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ ფრაქციაში გაერთიანებული პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

ხოლო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებული პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

ამავე დროს, თუ უმრავლესობის ან უმცირესობის შემადგენლობა ემთხვევა ფრაქციის შემადგენლობას, შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე არის უმრავლესობის ან უმცირესობის ლიდერი.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, უმცირესობის ლიდერის ხელფასი 5540 ლარია.

ევროპული საქართველოს პოზიცია

itv.ge-ს ჟურნალისტმა SMS შეტყობინებები გაუგზავნა ევროპული საქართველოს ლიდერებს: სერგი კაპანაძეს, ოთარ კახიძესა და გიგა ბოკერიას. მათ, გავრცელებულ ინფორმაციას ბაქრაძის კაპანაძით ჩანაცვლების თაობაზე, სისულელე უწოდეს.

itv.ge: გავიგეთ რომ იგეგმება დავით ბაქრაძის გადაყენება უმცირესობის ლიდერის პოზიციდან და მის ნაცვლად სერგი კაპანაძის არჩევა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას, გსმენიათ ამის შესახებ?

ოთარ კახიძე: სრული სისულელეა.

გიგა ბოკერია: არათუ არ მსმენია, სრული სისულელეა.

სერგი კაპანაძე: არა, არ მსმენია, სისულელეა.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მას ჩვენ მსგავსი SMS შეტყობინება „ვოცაპში“ გავუგზავნეთ. ბაქრაძემ ჩვენი შეტყობინება ნახა და თავდაპირველად არ გვიპასუხა. თუმცა, მოგვიანებით ასე მოგვწერა: "არა, არ მსმენია და შეგიძლიათ თქვენც არ იღელვოთ ამ თემაზე".

P.S: გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძესა და ევროპული საქართველოს ზოგიერთ ლიდერს შორის გაუგებრობა მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძის მისამართით დაწერა რომ „ჯობია მიხედონ უმცირესობის ლიდერს, რომელიც სტრასბურგში დაცვით დადის და სხდომებს არ ესწრება“.

ჩვენი ინფორმაციით, დავით ბაქრაძე იმ გარემოებამ გაანაწყენა რომ ევროპული საქართველოს წევრებმა უმცირესობის ლიდერი წესიერად არც კი დაიცვეს და ვიცე-სპიკერ ჩუგოშვილის რეპლიკები არგუმენტირებული პასუხების გარეშე დატოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები