საზოგადოება
16-19 თებერვალს წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
2019-02-15 16:12:46
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები