1 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გასვენებიდან დაბრუნებულმა დედამ 17 წლის შვილი ჩამომხრჩვალი იპოვა

მარნეულში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა . შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს მოხდა.

მეზობლების თქმით, ბიჭმა თავი ეზოში მდებარე მანქანის სადგომში ჩამოიხრჩო. მათთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის დროს მოზარდის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, მამა სამსახურში, ხოლო დედა გასვენებაში იყო. ბიჭი გასვენებიდან დაბრუნებულმა დედამ იპოვა.

როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები