1 1 : 0 3
 | 

საზოგადოება

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალ ურთიერთობებს ნუ დაიწყებთ, სანამ ძველში არ გაერკვევით. შეყვარებული ნიშნები სირთულეებს ერთად დაძლევენ. კარგი დღეა მხიარული წვეულების მოსაწყობად. 
კურო
საყვარელი ადამიანი მეტად გაანებივრეთ. ნუ იჯდებით მოწყენილი სახით. უფროსისა და კლიენტებისგან კრიტიკას მშვიდად შეხვდით. ეცადეთ, ყველაფერი გამოასწოროთ. 

ტყუპი
შეიძლება სირთულე შეგიქმნათ ავტომობილმა, შეფერხდეს ელექტრომიმოწერა. დაგაგვიანდეთ, საცობში გაჩერდეთ. ეცადეთ, იუმორით შეხედოთ ყველაფერს. იყავით მეტად მიზანმიმართული. 

კირჩხიბი
ფინანსების დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი დაგეგმილ საყიდლებზე იტყვის უარს. ეს შეიძლება სასიკეთოც იყოს, დაიზღვევთ თავს უხარისხო ნივთის შეძენისგან. საჩუქრისთვის კი მეტი კრეატიულობა და შემოქმედობითობა გამოავლინეთ. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, იყავით მეტად დიპლომატიური. ნუ გართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. 

ქალწული
ნუ ხართ გარიყული და გულჩახურული. მეტად გამოავლინეთ სითამამ. აგრეთვე, თქვენი ნიჭი და ცოდნა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
საქმე, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ, შეიძლება არ გამოვიდეს. -0:15სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. რომანტიკული სიურპრიზი მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს, იყავით მეტად ღიმილიანი. 

მორიელი
იყავით მეტად გაბედული, პოზიტიური. ნუ შეიქმნით ბარიერებს ურთიერთობაში, სამსახურში. მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ. 

მშვილდოსანი
კომუნიკაბელური და ხალისიანი ხართ. მნიშვნელოვან ვალდებულებებს ნუ შეასრულებთ, ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. 

თხის რქა
არაფერი ისეთი არ მოიმოქმედოთ, რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს გლობალურ გეგმებს. თუ მცირე ეჭვი მაინც შეგეპარათ, მიიღეთ უსაფრთხოების ნორმები. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. 

მერწყული
შეიძლება სრულად ვერ გააკონტროლოთ სიტუაცია, გარშემო მყოფები. დაზოგეთ საკუთარი ძალები. ნუ იკამათებთ უფროსთან. მოერიდეთ მეთოდებს, რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობასა და რეპუტაციას. 

თევზები
სამსახურის საქმეების გამო შეიძლება პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ მოიცალოთ. ყური დაუგდეთ უფროსისა და კოლეგების რჩევებს. მშვიდად გამოასწორეთ ყველაფერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×