1 4 : 0 6
 | 

საზოგადოება

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინამიკური დღე გელით. კონკურენტებსაც უნდა გაუმკლავდეთ და საკუთარი უფლებები, საქმეები, ტერიტორიებიც დაიცავთ. შეიძლება დაგჭირდეთ იურისტის რჩევა და მეგობრის დახმარება. 
კურო
გაფრთხილდით, დაძაბულობა მოიმატებს. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, განრიგი. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმების დაწყება, ოპერაციები. 

ტყუპი
თავგადასავლებით აღსავსე დღე გელით. შეიძლება შეიძინოთ ახალი მეგობრები ან თანამოაზრეებმა ახალი ბიზნესისი დაწყება შემოგთავაზონ. დახმარებაზე (მატერიალურზეც) უარი არ უთხრათ ბავშვებს.

კირჩხიბი
იყავით მაქსიმალურად მშვიდი. მოსალოდნელია კონფლიქტები, ტრავმები. მოიმატებს განათლების, მოქალაქეობის მიღების სურვილი. 

ლომი
დისკუსიის, დებატების დღეა. ზოგიერთს მგზავრობა, საჭირო ინფორმაციების მიღება ელის. ნუ გაბრაზდებით, თუ ორატორის კი არა, სუფლიორის როლს -0:01მიიღებთ. 

ქალწული
დაიცავით ყველაფერში ზომიერება. ყველაფერს და ერთდროულად ვერ მიიღებთ. თუ აუცილებლობა არაა, ნუ შეიძენთ წამლებს, ინსტრუმენტებს, ტექნიკას. 

სასწორი
სპორტსმენ, ბიზნესმენ და მენეჯერ ნიშნებს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. გრანდიოზულ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. 

მორიელი
ოპერატიული და გამძლე უნდა იყოთ. მოერიდეთ იმ საქმეების დაწყებას, რომელთა გამოც კანონი უნდა დაარღვიოთ. ახალგაცნობილ მეგობრებსა და თანამოაზრეებს საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ. 

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ მეგობრულობა. კარგი დღეა ინფორმაციის გაცვლისთვის, თანამოაზრეების მოსაძიებლად. საკუთარის მისაღწევად სხვის უფლებებს ნუ შეზღუდავთ. 

თხის რქა
შეიძლება ღალატის, ეჭვიანობის, შურის ობიექტი გახდეთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე ყველა სიტუაციაში. დაიცავით ეტიკეტი და კანონი. 

მერწყული
მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს. შეხვედრებისა და მსჯელობის დღეა. ზოგიერთი სიტუაციიდან გაკვეთილს მიიღებთ, ზოგიერთიდან მარტივად დაიძვრენთ თავს. მეტად გამოავლინეთ ერუდიცია. 

თევზები
ნუ გახდებით გარშემო მყოფებზე დამოკიდებული. დაიცავით საკუთარი პოზიცია. არ დაიწყოთ ახალ საქმეებზე მუშაობა. თუ აუცილებლობა არაა, არაფერში ჩაერიოთ ან გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერის იმედი იქონიეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები