2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის" - მიხეილ სააკაშვილი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს :

"ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას...დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის...

ამავე დროს,ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის,ყველაფრის ჩამოშლის.მათ შორის,ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა ,არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ...

სამწუხაროდ,თუ ასე გაგრძელდა,კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ. საჭიროა ეს მძიმე ვითარება,სასწრაფოდ დასრულდეს!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები