1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად, სარეკლამო აქციებისთვის. სპორტსმენები გუნდთან ერთად მიაღწევენ გამარჯვებას. ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან, რომლებსაც მომავალში მეგობრებად ან პარტნიორებად გაიხდით. 
კურო 
იყავით მეტად ამბიციური. თქვენ მთავარი ჯილდო გაქვთ მოსაგები. კარგი დღეა სიახლეებისა და სწავლისთვის. ყველა მოვლენაში პოზიტივი დაინახეთ. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. 

ტყუპი
მიმოსვლების, შეხვედების დღეა. კამათსაც კი ხუმრობითა და მსუბუქი ფლირტით განმუხტავთ. გადაიმეორეთ ნასწავლი, ჩაუღრმავდით ინფორმაციებს. შეეხმიანეთ ახლობლებს, მეგობრებს. 

კირჩხიბი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის (ტექნიკა, სამოსი, პროდუქტები). ნებისნიერი საყიდელი შეამოწმეთ ვადაზე, ხარისხზე. მიიღეთ კონსულტაცია. კარგი დღე ელით პედაგოგ ნიშნებს. 

ლომი
გარშემო მყოფებს თქვენი სითამამით, ბუნებრივი არტისტიზმით, პოზიტიურობით გააოცებთ. ნუ გეშინიათ მომავლის, განახორციელეთ ახალი იდეები. არაოფიციალური შეხვედრებისა და მიმოსვლების დღეა. 

ქალწული
დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. შეიძლება კომპიუტერზე პროგრამის დაყენებამ მოგიწიოთ. მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღების დღეა. რუტინული საქმეები იუმორით გააზავეთ. რაც უფრო მეტად კომუნიკაბელური იქნებით, მით უკეთესია, შეიძლება მგზავრობის დროსაც კი გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. 

სასწორი 
საინტერესო პროექტების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. გაგიადვილდებათ ინფორმაცის, ვაკანსიის მოძებნა. აზრთა გაცვლა სოციალურ ქსელებშიც მოგიწევთ. შეიძლება არასტანდარტული შემოთავაზებებს მიიღოთ. 

მორიელი
დღეს კომუნიკაბელური და ოპერატიული უნდა იყოთ. მოულოდნელი ინფორმაციების, შეტყობინებების დღეა. უცნაურობები გელით მგზავრობისას. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. 

მშვილდოსანი
თავისუფლად მოქმედების საშუალება მოგეცემათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოავლინოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან. შეეხმიანეთ მეგობრებს, მოსწავლეებს, გურუებს. 

თხის რქა
მარტივად და იუმორით შეხედეთ მოვლენებს. მოერიდეთ ზედმეტ დრამატიზებას. დაინახეთ პოზიტივი მოვლენებში. ზოგიერთი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საინტერესო დეტალებს შეიტყობს. 

მერწყული
მოიმატებს ინტერესი ინტელექტუალური ცოდნისა და სპორტული მიღწევებისადმი. გაახალისეთ სამუშაო დღე იუმორით. კარგი დღეა პარტნიორების მოსაძიებლად. წარმატება ელით პროგრამისტ, არტისტ და მწვრთნელ ნიშნებს. 

თევზები
მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას, ჰობის, მიმოწერას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ნაცნობობის, ინფორმაციებისა და ცოდნის მიღების დღეა. მკურნალობისას გამოიყენეთ თანამედროვე მეთოდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები