2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

16-17 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

16-17 იანვარს საქართველოში  ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები