0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თუ ცალკეულ აფთიაქში არ დევს, იქვე გვერდზე იქნება მეორე აფთიაქი, სადაც აუცილებლად იქნება,"- სერგეენკო პირბადეებზე

თუ ერთგან არ არის პირბადე, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ იქნებ მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„საქართველოში ნამდვილად არ არის აფთიაქების დეფიციტი. 100 მეტრში შეიძლება 4 აფთიაქი იყოს. თუ ერთგან არ არის პირბადე, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ იქნებ მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს. პირბადეების სისტემური დეფიციტი ნამდვილად არ არის. თუ ცალკეულ აფთიაქში არ დევს, იქვე გვერდზე იქნება მეორე აფთიაქი, სადაც აუცილებლად იქნება,"- განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები