1 9 : 1 3
 | 

საზოგადოება

ბათუმში ღორის გრიპის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

11 იანვარს, ბათუმში, H1N1 – ვირუსით  63 წლის  მამაკაცი გარდაიცვალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია.

ეს, გრიპის მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა აჭარაში. ღორის გრიპით მიმდინარე წლის 3 იანვრისთვის აჭარაში ოთხი პირი იყო გარდაცვლილი.

ამ დროისთვის ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსით სულ 15 ადამიანია გარდაცვლილი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×