1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საჩხერეში „ტამიფლუს“ უფასოდ არიგებენ

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს H1N1 ვირუსის (ე.წ. ღორის გრიპი) საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ და შეუზღუდავი რაოდენობით გადაეცა.

ვაქცინა მხოლოდ ოჯახის ექიმის რეკომენდაციითა და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100-ის (ც ნ ო ბ ა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) წარდგენის შემდეგ გაიცემა.

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლალი ტაბატაძის განცხადებით, ვაქცინის რაოდენობა შეზღუდული არ არის და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პაციენტს მიეწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები