1 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

H1N1- იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 52 ბავშვია მოთავსებული, აქედან ორის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კლინიკის დირექტორი რისკ ჯგუფებზე საუბრობს და მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

სპეციალისტების თქმით, იანვარში ვირუსის გავრცელების საფრთხე მცირედით შემცირდება, თუმცა თებერვალსა და მარტში მატებას ისევ ელოდებიან.

"გრიპის 52 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 2 არის H3N2 ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი არის H1N1 ტიპის ვირუსი. 

პირველი შემთხვევა დადასტურდა ნოემბრის ბოლო კვირას. პაციენტების 35-40% არის გართულებული ფილტვების ანთებით. სასუნთქი სისტემის მწვავე პრობლემები არის 70-80% ფარგლებში - გაორმაგებული“, - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხეიძე.

შეგახსენებთ რომ მინისტრ სერგეენკოს სისტემის დაუდევრობის გამო, გრიპით უკვე 14-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ახალგაზრდებიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები