1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გადაარჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა. 

სვანეთში კერძოდ, თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე მოწყდა ზვავი. რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და სრიალებდნენ გაუკვალავ თოვლში, მოულოდნელად მოყვნენ სტიქიის ზონაში. თეთნუდლის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მომხდარზე, რამდენიმე წუთში შეძლეს ზვავში ჩამარხული რუსი მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. 

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. მთის კურორტების განვითარების კომპანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოგმართავთ თხოვნით, დაემორჩილოთ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები