0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს.."- დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გრიპის ვირუსთანდაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს.

„თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად, თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს“, - განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები