1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა ინფორმაციის გაჟონვა პროკურატურიდან - "თიბისი ბანკის" ადვოკატი

"თიბისი ბანკთან" დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყება ხელოვნურია - ასე აფასებს პროცესებს საფინანსო ინსტიტუტის ადვოკატი.

"ეს არის ჩვეულებრივი ლეგალური ოპერაცია - ერთმა სუბიექტმა მეორისგან ისესხა თანხა, რომელიც საჭირო იყო იმ პერიოდისთვის რომ ბანკი გადარჩენილიყო. გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა ინფორმაციის გაჟონვა პროკურატურიდან, როდესაც ის უკვე თვეებია ამ საქმეს სწავლობს და რატომ მაინცდამაინც ამ ფორმით მოხდა გაჟონვა ჩვენთის გაურკვეველია. ეს ოპერაცია ჩატარებულია ღიად, ლეგალურად, არსებობს გადარიცხვები კონკრეტული პირების სახელები, გვარები, გამორიცხულია რაიმე ისეთის ნახვა, რომელიც დანაშაულზე მიუთითებს,"-აცხადებს "თიბისი ბანკის" ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები