1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"გვაფრთხილებენ, მოიხმარეთ პირბადეო, მაგრამ საიდან მოვიტანოთ თუკი აფთიაქებსაც კი არ აქვს მარაგი? დაგვცინიან ან ჩვენი ამოხოცვა უნდა ივანიშვილს"

ის რომ ჯანდაცვის სფერო ქალაქში გავრცელებულ ვირუსულ ეპიდემიას მოუმზადებელი შეხვდა, ამაზე უკვე ბევრი ფაქტი მეტყველებს.  ვირუსის  საწინააღმდეგო პრეპარატ "ტამიფლუს" შემდეგ, აღმოჩნდა, რომ დეფიციტი გახდა  სამედიცინო პირბადეც, რომელიც ვირუსული პერიოდის დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხდება.

მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნული პროდუქტის შეძენას პრობლემის გამო ვერ ახერხებს.
"გვაფრთხილებენ, მოიხმარეთ  პირბადეო, მაგრამ საიდან მოვიტანოთ თუკი აფთიაქებსაც კი არ აქვს მარაგი? დაგვცინიან ან ჩვენო ამოხოცვა უნდა ივანიშვილს" - აცხადებს ერთერთი მომხმარებელი. 

როდის შეივსება სააფთიაქო მარაგი, ამაზე აფთიაქებში ვერ საუბრობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები