1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“კანაფის მოშენება მთლად დაანგრევს ქვეყანას! ხალხი წინააღმდეგი წავა და მეც მხარს დავუჭერ!”

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა, გაჩნდა ვარაუდები, რომ ეს კანონპროექტი შესაძლოა ისევ დააბრუნონ საკანონმდებლო ორგანოში.

მომღერალი ბუბა კიკაბიძე ამ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს და ამბობს, რომ “კანაფის მოშენება მთლად დაანგრევს ამ ქვეყანას.

“არ შეიძლება, კაცო, მაგის გაფიქრებაც კი, კანაფის მოშენება მთლად დაანგრევს ამ ქვეყანას! ეკლესია, ხალხი ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი წავა და მეც მხარს დავუჭერ! ვიცი, რომ ხალხი გამოვა საპროტესტო აქციებით და მეც პირველი დავდგები იქ! სასტიკად ვეწინააღმდეგები მაგ საკითხს და ამას ყველა შესაძლო ფორმით გამოვხატავ. თუ ისე წავა საქმე, რომ აღარავისას აღარაფერს არ დაიჯერებენ, ჩვენც ვაჩვენებთ, რომ საქართველოში მარიხუანას მოშენებას არ დავუშვებთ!”, – ამბობს კიკაბიძე “კვირის პალიტრასთან”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები