1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„მოვითხოვ, რომ გამოძიება დაიწყოს“ - გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებული ბავშვის დედა

გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებულ 12 წლის დათუნა ხიზანიშვილსსასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს.

როგორც პედიატრიულიპრივატ კლინიკის ექიმები ამბობენ, ბავშვის ორგანიზმისსიძლიერეზეა დამოკიდებული თუ როგორ დაემორჩილებამკურნალობას. 

​ბავშვის დედის, ჟურნალისტის ნინო გვაზავას თქმით, ვირუსი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებულიხელოვნური ეპიდემია და ის მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება აწარმოონ.ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ნინო გვაზავამ განუცხადა.

 "მაინტერესებს, საიდან აქვს დაავადებათა კონტროლს სტატისტიკური მონაცემები - როდის დაიწყებავირუსული ეპიდემია, თუ ეს არ არის ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემია.მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, როცა ეს ხდება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე. მით უფრომომავალი თაობის. მე როგორც მსხვერპლს, დიახაც მაქვს უფლება მქონდეს ჩემი რეაქცია. 

მოვითხოვ, რომკომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყონ. ჩემს შვილს დეკებრის შუა რიცხვებში შეხვდა ვირუსი, რომელმაც პნევმონია გამოიწვია, რასაც შემდეგლეოკოპენია დაგვერთო. სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, მათ შორის ჟანგბადის. როგორც ექიმებიამბობენ, ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას.

 რაცშეეხება მედპერსონალს, მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და სრულაიდ მობილიზებულები არიან.იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს შეიძლება. დასვენების დღეებშიც კი მუშაობდნენ, მადლობა მათ", - განაცხადანინო გვაზავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები