0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სერგეენკოს უწყების უუნარობის გამო 25 წლის ოთარ ჩილაშვილი გარდაიცვალა

კიდევ ერთი მსხვერპლი ჯანდაცვის მინისტრისა და ზოგადად, უწყების უუნარობის გამო. რამდენიმე საათის წინ, 25 წლის ოთარ ჩილაშვილი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამა აცხადებს რომ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მის შვილს ყურადღებას არ აქცევდნენ და 4 დღის განმავლობაში სიცხის დამწევიც არ მისცეს, რამაც ვირუსის გართულება, ღვიძლის დაშლა და თირკმელების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

 „დღეს მეუბნებოდა ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო.  

ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა“-ამბობდა პაციენტის მამა, გია ჩილაშვილი, შვილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.


 სამწუხაროდ, ვირუსის გართულებისა და არასწორი მკურნალობის გამო, 25 წლის ოთარ ჩილაშვილი ვერ გადაარჩინეს. 

 H1N1 ტიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ დღეს, ჩილაშვილის გარდა, კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

 სულ, გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, უკვე ათს გადააჭარბა. თუმცა, ამით, სერგეენკოს უუნარობის ტრაგიკული შედეგები არ ამოწურულა.

ამ წუთებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საავადმყოფოებში ათეულობით ადამიანი ებრძვის სიკვდილს. 

 დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი აცხადებენ რომ ვირუსის გავრცელება პიკს თებერვალში მიაღწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები