0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

40 წლის ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 40 წლის ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და გუშინ გარდაიცვალა.

„სამ იანვარს შემოყვანილ იქნა ქალბატონი, 40 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომატიკა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შემდგომი კვლევებით დადგინდა ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, ანტივირუსულიც, მაგრამ დაავადება წარიმართა უარყოფითი დინამიკით და სამწუხაროდ, ეს ქალბატონი 6 რიცხვში გარდაიცვალა,“ - განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა, გივი კოჭლამაზაშვილმა.

ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები