1 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“პირველი იანვარია და-ძმა სანაგვეზე ეძებენ საჭმელს…მამამ თავი მოიკლა ბავშვები ქარელიდან არიან”

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი  facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: 

ბოდიშს ვიხდი, დღესასწაულია, მაგრამ ობლები ვიპოვეთ წეღან სანაგვეზე. საჭმელს და ტანსაცმელს ეძებდნენ. 1 იანვარს გესმით? და – ძმა სანაგვეზე ეძებდნენ საჭმელს :/ ბავშვები ქარელის რაიონიდან არიან,კიდევ ერთი ძმა ჰყავთ და ბებო ზრდის იქ. მამამ თავი მოიკლა, დედა ჰყავთ აქ, მუშაობს, მაგრამ ხელფასი კაპიკები აქვს. ბავშვებს ხვალვე წავიყვანთ ბებოსთან ერთად ქარელში და აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. არაფერი არ აქვთ, არც შეშა, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, საერთოდ არაფერი, სოციალური დახმარებით არსებობენ :/ ვერაფრით ვერ გადავდებთ ამ ამბავს და ხვალ 2 იანვარს, დღის 12 საათიდან დღის 3 საათამდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”- ს წინ, ავტოსადგომზე იდგება დიდი მანქანა და შევაგროვებთ ყველაფერს, რაც გგონიათ რომ გამოადგებათ. ბევრი თუ მოგროვდა, სხვებსაც გავუნაწილებთ რაიონში. აბა ჩვენ ვიცით, ობლებს ნამდვილი ახალი წელი შეგვიძლია გავუთენოთ 
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე –
ანგარიშის ნომერი: 
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები