0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მუხლი, რომლითაც კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მუხლი, რომლითაც კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა აიყვანეს.  ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა მოინახულეს დაშავებული, შენიშნეს ავტომობილი, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის წარმომადგენლები ისხდნენ.

ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დავით კირკიტაძე და გააცნეს ბრალის დადგენილება.

როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები