1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პიარსკოლაში ზამთრის კურსზე სწავლა 10%-იან ფასდაკლებით არის შესაძლებელი

მორიგი შეთავაზება პიარსკოლისგან: 20 დეკემრამდე კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, პიარსკოლაში ჩარიცხული სტუდენტები 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ და  სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. მათთვის სწავლის საფასური 1500 ლარის ნაცვლად 1350 ლარი იქნება, რომლის გადახდა 3 თვის განმავლობაში 3 ეტაპად შეეძლებათ.

ზამთრის კურსი პიარსკოლაში 21 იანვარს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება. სამთვიანი პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე პიარ/კომუნიკაციის მენეჯმენტში, მოიცავს 12 საგანს და ითვალისწინებს ყველა იმ დარგის სწავლებას, რაც პიარ მენეჯერის საქმოანობისთვის აუცილებელია. 

გაუ-თბილისი პიარსკოლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრასთან“ პარტნიორობით 2007 წელს დაფუძნდა. დაარსების დღიდან, მისი მიზანია,  საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერს www.prschool.ge და ფეისბუქის გვერდს www.facebook.com/prschool 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები