1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თელავის დასაქმების ფორუმი

7 დეკემბერს, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

მისამართი: კახეთი, ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი). რეგიონალური ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფორუმი 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს. მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე.

 დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა. მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე და ეფექტური საშუალებაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში. 

2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით თელავის ფორუმის ჩათვლით ჩატარდა 12 დასაქმების ფორუმი. ქალაქ თბილისში: ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რიონებში, ასევე ჩატარდა რეგიონებში: ბათუმის, თეთრიწყაროს და რუსთავის დასაქმების ფორუმები.

#ჯანდაცვა2018 
#დასაქმება2018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები