1 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სავარაუდოდ, მძღოლს გაზი და მუხრუჭი აერია..."

27 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს  მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც წლინახევრის ტაოსოს სიცოცხლე იმსხვერპლა, მთელი საქართველო შეძრა 

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით ედე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რეს ჯუ­ლუ­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა და ავა­რი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბიც გა­აჟ­ღე­რეს. 

მა­რი­ტა და­მე­ნია, ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი: "ტა­სოს მშობ­ლებს ჯერ სა­ხე­ლიც კი არ უკი­თხავთ იმ გო­გო­სი, ვინც ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა. ერთი, რაც გა­ვი­გეთ, ის არის, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­დათ. ოჯახს ჯერ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც არ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასეთ დროს ალ­ბათ ასე ხდე­ბა - არ ეუბ­ნე­ბი­ან, ვინ ჩა­ი­დი­ნა ეს. რო­გორც ვი­ცით, ეს გოგო არის 17 წლის და მან­ქა­ნა­ში შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იჯდა. - ბიჭი მან­ქა­ნის მარ­თვას ას­წავ­ლი­დაო, ით­ქვა... - დიახ, მაგ­რამ თა­ვად ბიჭს ჰქონ­და თუ არა მარ­თვის მოწ­მო­ბა, ჯერ არ ვი­ცით.

 სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც ასე­ვე პა­ტა­რაა ასა­კით და მა­ნაც არ იცო­და მარ­თვა წე­სი­ე­რად. მან­ქა­ნა ახა­ლი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჯერ კი­დევ ტრან­ზი­ტულ­ნომ­რი­ა­ნი იყო. გა­და­უ­ფორ­მე­ბე­ლი მან­ქა­ნით ავიდ­ნენ ლი­სის ტბა­ზე, რო­გორც ჩანს, სე­ირ­ნობ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ გო­გო­ნამ სა­ერ­თოდ არ იცო­და მარ­თვა და გა­ზი­სა და მუხ­რუ­ჭის სა­ტერ­ფუ­ლე­ბი აე­რია. იმ ად­გი­ლას, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, შლაგ­ბა­უ­მი­თაა გა­და­კე­ტი­ლი და მის იქით ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ად­გი­ლია. ვინც ეს ამ­ბა­ვი ნახა, ამ­ბო­ბენ, რომ ორ ხეს შუა გა­ი­ა­რეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რომ მარ­თავ­დე მან­ქა­ნას, თურ­მე იმ ორ ხეს შო­რის მა­ინც ვერ გა­ივ­ლი. რა­ღაც რკი­ნის ნიშ­ნუ­ლიც ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც გა­და­ტე­ხეს, გა­და­ი­ა­რეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და ბავ­შვს შე­ას­კდნენ. 

უფ­რო­სი გო­გო­ნა, ჩემი ნათ­ლუ­ლი, ლი­ზი­კო, გორ­გო­ლა­ჭებ­ზე მდგა­რა. სა­მი­ვე ბავ­შვი ერ­თად იყო, მამა - ოდ­ნავ უკან, მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ბავ­შვე­ბი გა­და­უშ­ვა შლაგ­ბა­უ­მის იქით და თვი­თო­ნაც იქ უნდა მი­სუ­ლი­ყო. ბავ­შვე­ბი იდ­გნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ. ის მან­ქა­ნა სხვა მხრი­დან გა­მო­ვარ­და. ბიჭს, რე­ზი­კოს, გა­დახ­ტო­მა მო­უს­წრია. ლი­ზი­კოს უც­დია, პა­ტა­რა ხელ­ში აეყ­ვა­ნა, მაგ­რამ გას­ხლტო­მია ხე­ლი­დან. რად­გან გორ­გო­ლა­ჭე­ბი ეცვა, თავი ვე­ღარ შე­ი­მაგ­რა და წა­იქ­ცა... ..

.ოჯა­ხი ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე ცხოვ­რობს. ავიდ­ნენ თუ არა ლი­სის ტბა­ზე, მა­შინ­ვე მოხ­და ეს ამ­ბა­ვი... გო­გას ლა­ნას­თვის და­უ­რე­კავს, რომ ცუდი რა­ღაც მოხ­და. ლანა ამ­ბობს, ვერ მივ­ხვდი რა მოხ­და და გა­ვი­ქე­ციო. სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­კი­დე­ბია. ტაქ­სი გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ. ტაქ­სის მძღო­ლი რო­გორ­ღაც მიმხვდა­რა, გო­გოს ბავ­შვი უკ­ვდე­ბაო… რა იფიქ­რა, არ ვი­ცით, მაგ­რამ რუს­თა­ველ­ზე ჩა­მო­უს­ვამს - ბენ­ზი­ნი გა­მი­თავ­დაო… 

ადა­მი­ა­ნო­ბა ხომ გინ­და, ასეთ დროს ასე მო­იქ­ცე?! ...ლა­ნას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ვარ. 18 წელი იქ­ნე­ბა, რაც ვმე­გობ­რობთ. ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი აქვთ. იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მო­სიყ­ვა­რუ­ლე წყვი­ლია. ძა­ლი­ან დიდ­ხანს უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე და ახ­ლაც ასეა. სამი ულა­მა­ზე­სი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ… უბედ­ნი­ე­რე­სი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ერთ წამ­ში შე­იც­ვა­ლა... მა­მამ რა ქნას? ბავ­შვე­ბი სა­სე­ირ­ნოდ მიგ­ყავს სუფ­თა ჰა­ერ­ზე და უცებ შენ თვალ­წინ ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა… ისი­ნიც, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, ალ­ბათ სა­მუ­და­მოდ არი­ან დას­ჯი­ლე­ბი, მაგ­რამ არ­სე­ბობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თუ არ გა­მო­ვი­ჩი­ნეთ ადა­მი­ა­ნებ­მა, მუდ­მი­ვად ასე იქ­ნე­ბა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მაკ­ლია და ყვე­ლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ით გარ­დაც­ვლი­ლი. 

ხმა ამო­ვი­ღოთ, რომ სხვის შვი­ლებს მა­ინც აღარ შე­ემ­თხვეთ ასე­თი ამ­ბე­ბი! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვის უნ­დო­და ამ­ხე­ლა ცოდ­ვის თა­ვის თავ­ზე და­დე­ბა, მაგ­რამ სა­საკ­ლა­ოდ არის გა­დაქ­ცე­უ­ლი ქვე­ყა­ნა უცო­დი­ნა­რი მძღო­ლე­ბის გამო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 17 წლის ბავ­შვს, რო­მელ­მაც მარ­თვა არ იცის, "მერ­სე­დე­სის" ჯიბი ჩა­მო­უყ­ვა­ნო?! ეს ხომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა?! თურ­მე გოგო, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა, გად­მომხტა­რა და ყვი­რო­და, მა­მა­ჩემს და­უ­რე­კეთ, მიშ­ვე­ლი­სო. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი და არც ის, რომ ვი­ღა­ცის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდეს და ამის გამო აა­რი­დონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ჯერ მშობ­ლებს ვერც ვე­კი­თხე­ბით, აპა­ტი­ე­ბენ თუ არა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას... 
"სარ­კე"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები