0 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„მომესმა დაჯახების ხმა და მამაკაცის განწირული ყვირილი: მიშველეთ!“ - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი სოციალურ ქსელში?

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგიკულად დაღუპული პატარა ტასოს ოჯახის ნათესავი მარიტა დამენია ფეისბუქის პირად გვერდზე სასულიერო პირის წერილს აქვეყნებს, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველი გახდა:

„ეს პოსტი დაწერა მამაომ, რომელიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.

ძალიან მიჭირს დავწერო რამე.... და ზოგადად მიჭირს იმ დღის შემდეგ.... დღეს მე-9 დღეა პატარა ანასტასიას ტრაგიკული გარდაცვალებიდან! 27 ნოემბერს საღამოს მომხდარ ამ უმძიმეს შემთხვევას პირადად შევესწარი. იმ საღამოს ლისის ტბაზე ასვლა გადავწყვიტე. ასე ხანდახან ავდივარ დატბის გარშემო ფეხით ვმოძრაობ(მარჯვენა ფეხის ვენებზე გაკეთებულიმეორე ოპერაციის გამო ეს ჩემთვის აუცილებელია). ასე მივდიოდი ფეხითწრეზე, რომ უცბად მოპირდაპირე მხრიდან(იქიდან სადაც დაცვისპოლიციის ჯიხურია, ორმხრივი შლაგბაუმები აყენის და წინ ასფალტიანიმოედანია, სადაც ძირითად ბავშვები თამაშობენ) საშინელი ხმაურიმომესმა. გავიხედე და დავინახე საშინელი სისწრაფით შემოვარდნილიმანქანა... შემდეგ დაჯახების ხმა და მამაკაცის განწირული ყვირილი: მიშველეთ! ბუნებრივია მოვტრიალდი და სასწრაფოდ გავეშურე იმადგილისაკენ....

დაახლოებით 5-7 წუთში ვიყავი ადგილზე, სადაც საშინელი სურათი დამხვდა: რამდენიმე მეტრზეგადაგდებული პატარა ბავშვი და მისი სიცოცხლისათვის მებრძოლი განწირული მამა, რომელიც სასოწარკვეთილიყვიროდა და შველას ითხოვდა! დროდადრო მიწაზე წვებოდა და ბავშვს მთელი სხეულით ეკვროდა, ხანწამოდგებოდა და გულამოსკვნით ტიროდა. ეს ყველაფერი შემზარავი სანახავი იყო. სისხლი გამეყინა... არ ვიცოდირა მექნა.... სასწრაფო უკვე გამოძახებული იყო, პოლიციაც ადგილზე დამხვდა. სამწუხაროდ ბავშვი უკვეგარდაცვლილი იყო.....მამის ნუგეში მასთან სიახლოვით გადავწყვიტე(ბუნებრივია ამ დროს ასეთ მდგომარეობაშიმყოფ ადამიანს სიტყვას ვერ გააგებინებ), მასთან ვიდექი და დროდადრო გულში ვიკრავდი..... მახსოვს მისიტირილიანი კითხვა: მამაო მითხარით აქ მანქანას რა უნდოდა? ქუჩაზე რომ გადაერბინა ბავშვს , ჩემი დაუდევრობისბრალი იქნებოდა, ..მაგრამ აქ სრულიად უსაფრთხო სიტუაციაში....?!

შემდეგ ცოტა მოგვიანებით ბავშვის დედაამოვიდა. მე გამაოცა ამ გოგოს თავშეკავებამ. ის თავდახრილი იდგა თვალცრემლიანი, განადგურებული, გაფითრებული, მაგრამ არცეთი მოთქმა, არცეთი ვაი შვილო, არცერთი ვაი დედა......!!! ასე გაგრძელდა 2 საათისგანმავლობაში მანამ სანამ ბავშვი სამხარაულის ექეპერტიზის ბიუროში არ წაასვენეს! ..... მესამე დღეს ბავშვიდაიკრძალა.... დღეს 5 დეკემბერია და წლინახევრის ანასტასია ჯულუხიძის გარდაცვალებიდან მე-9 დღეა. ვუსაძიმრებ მის მშობლებს გიორგი ჯულუხიძეს და ლანა უნდილაშვილს. მათ საკუთარი შვილის სახით ზეციურიმეოხი შეიძინეს, რომელიც ცათა სასუფევლიდან იზრუნებს დედ-მამასა და და-ძმაზე. ....ლანას მოქმედებამ დამასთან მოგვანებით საუბარმა კი.... მე მართლმადიდებლობა დამანახა!!!! ნათელში იყავი შვილო ტასუნა, მე შენ არდაგივიწყებ.....“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები