0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

”მართალი ვარ და თქვენი ბოღმა მაიძულებს მაინც თავი ვიმართლო”-მარიამ გაფრინდაშვილი

ჩამოტვირთვა

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მიმართავს საგამოძიებო უწყებას, რომ გასაჯაროვდეს შავი მასალა სრულად.

"ადამიანების თავებში მოხარშულ-გადამუშავებული სიძულვილის საფრთხე განსაკუთრებულად მძაფრად რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე .
შეურაცმყოფელი ზარები ჩემს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან…
მუქარა და კარგად ორგანიზებულ ტყულზე აგებული სოციალური კამპანია, რომელიც მაიძულებს მართალმა – მაიც საჯაროდ ვიმართლო თავი.
იცით იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია “არა ნაციზმის” ოფისში მოხდა. მე და ტელე-ოპერატორს ძალის გამოყენებით დაგვატოვებინეს ოფისი, რა დროსაც დაზიანდა ე.წ. ბლენდა ( ობიექტივის ჩარჩო).
ვიდეო მასალაში რომეელსაც ვასაჯაროებ, გარკვევით ჩანს და იკითხება სად, ვინ და რატომ დააგდო კამერის დაზიანებული ნაწილი. ეს ადამიანი ამავე ორგანიზაციის თანამშრომელია.
მას შემდეგ რაც 112 ში დავრეკე და ადგილზე პოლიცის მოსვლას ველოდებოდი, ჩვენი კამერის დაზიანებული დეტალი კაკაბაძის ოფისის სადარბაზოდან, ოპერატორმა ეზოში ჩამოიტანა და მე ის ისევ იმ ადგილას დავაბრუნე, რადგან პოლიციისთვის დეტალურად აღმეწერა რა მოხდა.
უკონტექსტო და შავი მასალის მცირე ფრაგმენტი, სადაც ჩანს თითქოს სადარბაზოში ქურდივით მივიპარები ამ “დაჯგუფებამ” მიზანმიმართულად, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით იმავე საღამოს გამოაქვეყნა.
სწორედ ამიტომაც გთავაზობთ ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეო-ფაილს.
თუმცა როგორც მოქალაქე, რეპორტიორი, შვილი, და, მეგობარი აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რომ ჩემი საქმიანი რეპუტაციის , პატივისა და ღირსების შელახვისთვის ამ ადამიანებს პასუხი მოეთხოვოთ.
და მეორე მივმართავ საგამოძიებო უწყებას, უფრო სწორად ვთხოვ, რადგან ვიცი რომ შავი მასალა სრულად ამოიღეთ, გაასაჯაროვეთ რა ხდება მას შემდეგ რაც ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოგვაგდეს. ვინ თუ არა თქვენ დანამდვილებით იცით რეალურად რა მოხდა.
და ყველაზე მთავარი – ადამიანებო ვიც ბოლო 5 დღეა მხოლოდ ჩემს შეურაცყოფასა და გინებაში იმყოფებით — სიძულვილით ცხოვრება აბერებს, კლავს და თქვენსავე ცხოვრებას ხდის აუტანელს, თორე რა მე დასაწყისშივე ვთქვი რა უცნაურ ალეგორიასთან მაქვს საქმე – მართალი ვარ და თქვენი ბოღმა მაიძულებს მაინც თავი ვიმართლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები