1 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ"-ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილი

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.ტრაგედია დატრიალდა მე-2 სართულზე, სადაც  აფეთქების გამო მოგლეჯილი ბეტონის ფილა ჩავარდა, მის ქვეშ კი დედა-შვილი მოჰყვა. ნგრევის შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა. 

"საშინელი ხმა იყო, ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით, ერთ-ერთ მეზობლის თქმით, თითქოს უბედურება გაზის გამათბობელს მოჰყვა, რომელიც დაზიანებული იყო. აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია.  ხმა კილომეტრის მანძილზე ისმოდა, - ტრასაზე მიმავალი მანქანებიც კი გაჩერდა. თავდაპირველად ითქვა, რომ არავინ დაიღუპაო, ნეტავ ასე ყოფილიყო...
გარდაცვლილები არიან სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი. რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ. განადგურებულები ვართ...- ყვება თვითმხილველი ტრაგედიის შესახებ.

kvirispalitra.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები