1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სესხის გაცემის ახალი რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადავადდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები, რომელიც 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მთლიანი საფინანსო სექტორისთვის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, ოპოთეკურ სესხზე მაქსიმალურ ვადად წესდება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხზე -6 წელი, ხოლო სხვა დანარჩენ სამომხმარებლო სესხებზე - 4 წელი.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ სესხის გაცემის ახალი კოეფიციენტები დაადგინა. სებ-ის ახალი ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.

სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-დან 4 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში - 60%.

რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. ახალი დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქიმალური კოფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, ხოლო 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში 35%-ით.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები