1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ინციდენტი მეტროში - მეტროსადგურ "ისანში" მამაკაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. შეფერხება ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რომელიც დეპოში გადაყვანას საჭიროებდა. 

გარდა ამისა, მეტროში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. მეტროსადგურ "ისანში" მამაკაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა. თბილისის მეტროპოლიტენის წარმომადგენლის განცხადებით მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია, თუმც ადგილზე როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ისე სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი იყო გამოძახებული. მატარებელი გაჩერდა და მგზავრი მალევე ამოიყვანეს. ამ დროისთვის მიმოსვლა აღდგენილია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები