1 5 : 2 8
 | 

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურმა IBSU-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის საგადასახადო დავა შეწყდა. 

22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია.

საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი არ არსებობს. აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც „შავი ზღვის უნივერსიტეტმა“ 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. 

შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიწვევდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს. 735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გადაიხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები