2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საგალობლების ფესტივალი „ქართული საგალობლები“ 20 წლისაა!

15-16 ოქტომბერს, საჩხერეში, ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში ფესტივალი "ქართული საგალობლები" გაიმართება.

ფესტივალის მონაწილეებს ქართული კანონიკურ გალობის საკითხებზე კონსულტაციას პროფესიონალთა ჯგუფი გაუწევს, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, მოხდება გუნდების სტუდიური ჩაწერა, ხოლო საუკეთესო საგალობლები კომპაქტ–დისკებად გამოიცემა.

ფესტივალი "ქართული საგალობლები" 20 წლის წინ დაფუძნდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წელს უკვე მეექვსედ იმართება.

იდეის ავტორია საჩხერის კულტურის ცენტრის მაშინდელი ხელმძღვნელი და დღემდე ფესტივლის უცვლელი ორგანიზატორი ლია ვეშაპიძე. პირველი ფესტივალი 1998 წელს რეგიონული იყო - მხოლოდ იმერეთი მონაწილეობდა. 2001 წლიდან იმართება სამ წელიწადში ერთხელ სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე უძველესი ქართული გალობის აღორძინების პროცესი, ხელი შეუწყოს მისი ტრადიციების სიწმინდის დაცვას და ღვთისმსახურების კულტურის განვითარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები