1 5 : 3 0
 | 

საზოგადოება

18 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოთხოვნები და ემოციურობა მოგემატებათ. თუ ზედმეტი კილოგრამების აკრეფა არ გსურთ, აკონტროლეთ მადა. საყვარელ ადამიანთან მოეშვით პირველობისთვის ბრძოლას. 
კურო
მოერიდეთ დაპირისპირებას სამსახურში, ოჯახში. ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების კამათში. ცვლილება გელით ნათესაურ წრესა და ფინანსურ სფეროში. 

ტყუპი
ფულის ხარჯვა გელით. ეს შეიძლება იყოს ტურისტული საგზურის ყიდვა, ბავშვებისთვის სწავლის დაფინანსება. 

კირჩხიბი
დაიცავით და შეინარჩუნეთ ის, რაც უკვე გაქვთ. კარგი დღეა კარიერული მიღწევებისთვის. გმირობა შეგიძლიათ ჩაიდინოთ, მაგრამ თავს ნუ დაიზარალებთ ნურც ფიზიკურად და ნურც მატერიალურად. 

ლომი
მიიღეთ მოვლენები მშვიდად, იყავით სამართლიანი და ობიექტური სხვისი მიღწევების, ცხოვრების წესის შეფასებისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ავტორიტეტებთან, უცხოელებთან. 

ქალწული
თუ ჯადოქარი არ ხართ, უშრომელად გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ. უარს ნუ იტყვით სურვილზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შრომაც მოგიწევთ. შეგიძლიათ, გავლენიან მეგობარს ან პარტნიორს ენდოთ. 

სასწორი
პოპულარობასა და კარიერაზე მომართულ ნიშნებს მეტი შრომა და თავდაჯერებულობა მართებთ. შეიძლება გავლენიანი ნაცნობები დაგეხმაროთ ან საქვეყნო სკანდალი. 

მორიელი
დამატებითი ვალდებულებები, საქმეები მოგემატებათ. დაძაბულობებისა და ცვლილებების დღე გელით. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა დიპლომის დაცვასთან, სასამართლო პროცესთან და საგამომცემლო საქმესთანაა კავშირში. 

მშვილდოსანი
სულიერად და ფიზიკურად მოძლიერებული უნდა იყოთ, რომ გაუმკლავდეთ ვალდებულებებს. შეიძლება ნათესავების ან ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ. 

თხის რქა 
ნუ გექნებათ გარშემო მყოფების იმედი და ნურც ახალი საქმეების დაწყებას ეცდებით. მოერიდეთ კონკურენციას და ალიანსს. 

მერწყული
დაბრკოლება ვერ შეგაშინებთ. ეცადეთ, სასურველის მისაღწევად კანონი არ დაარღვიოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას. 

თევზები
საყვარელ ადამიანს თქვენი ჭირვეულობა ძვირი დაუჯდება. ეცადეთ, არ გაეხვიოთ ავანტიურაში. კარგი დღეა კრეატიული იდეების განსახორციელებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები