0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“საშინელი მდგომარეობაა, ძალიან საშიში ვირუსია მოდებული, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს” – კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია

დავით გადელია, რომელიც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: 

"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს: შემოდგომას, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები, მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას – დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში… 
ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, პაატა იმნაძემ გამახსენა, რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ჩვენთან ახლა, ეშერიხია კოლის სწორედ ის შტამებია გამომწვევებიო. 
პროფილაქტიკა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!! 
პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს!! მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ, ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული. 
პ.ს. გამოქვეყნების შემდეგ: ბევრმა გააზიარა, უცნაური კომენტარებიცაა ზოგიერთგან და მგონი, აუცილებელია დავწერო ჩემი სამუშაო ადგილი – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები