1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა: ,,ტერიტორიაზე „კურიერის“ ჟურნალისტი და ოპერატორი უნებართვოდ შევიდნენ"

„რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ საგანგებო განცხადება გაკეთდა საქართველოს რკინიგზაში. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, გიორგი ზაზაშვილის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, „კურიერის“ ჟურნალისტი და ოპერატორი უნებართვოდ შევიდნენ.

„სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და უსაფრთხოების სტანდარტები მოითხოვს, რომ ვიცოდეთ, რომელ საათზე შემოვა ადამიანი. ადამიანი, როდესაც ასეთ სამშენებლო ობიექტზე აპირებს შესვლას, სადაც მოითხოვება უსაფრთხოების მინიმალური აღჭურვილობა, ამ ადამიანმა შესაბამისი ორგანო საქმის კურსში უნდა ჩააყენოს,“- განაცხადა გიორგი ზაზაშვილმა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები