1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც მინის დაცემისგან თებერვალში მოსწავლე დაიღუპა, მინა ისევ დაზიანდა

ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც მინის დაცემისგან თებერვალში მოსწავლე დაიღუპა, მინა ისევ დაზიანდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქუჩაში მინის ნამსხვრევები ამ დრომდე ყრია.  საბედნიეროდ შემთხვევას  მსხვერპლი არ მოჰყოლია 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამ ცნობას უარყოფენ და ამბობენ, რომ გარე ფასადი დააზიანეს, რასაც დაბზარული შუშების დემონტაჟი მოჰყვა.

"დღეს, 8 ოქტომბერს, დილის 9:00 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. საქმე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები