0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

8 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ფინანსურ და სასიყვარულო სფეროში პოზიტიური ცვლილება გელით. ის, რაც ადრე წვალებით გამოგდიოდათ, დღეს მარტივად განხორციელდება. ეცადეთ, საქმიანმა პარტნიორმაც შეასრულოს თავისი მოვალეობები. 
კურო
ცვლილებების დღეა, რასაც თან ერთვის სტრესი. მოერიდეთ რისკს, ნუ აჰყვებით ფანტაზიებს. შეიძლება ახალი პირადი და საქმიანი ინტერესები გაგიჩნდეთ; წაეჩხუბოთ ახლანდელ პარტნიორს. 

ტყუპი
დილით მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. მათ შორის უარყოფითსაც. შეიძლება საიდუმლო მეგობარი ან გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, საქმეების დაწყებას. 

კირჩხიბი
თქვენს ცხოვრებაში ახალი შემოქმედებითი ან სასიყვარულო ეპოქა დაწყება. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი გახდებით. შეიძლება მისი საქმეების მოგვარებაც თქვენ იკისროთ. 

ლომი
ნუ აჰყვებით ემოციებს, მშვიდად გაანალიზეთ მომხდარი. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან, ახალი საქმეების დაწყებას. მარტოხელა ნიშნები სიყვარულის საძიებლად ვირტუალურ სივრცეს მიაშურებენ. 

ქალწული
დილას აქტიურად დაიწყეთ საქმეების მოგვარება. შეცდომების თავიდან ასარიდებლად სიახლეებს მოერიდეთ და ძველი სცენარით იმოქმედეთ. საღამოს სენტიმენტალურობა მოიმატებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან არ ჰქონდეს ადგილი გაურკვევლობას, გადაკრულ ნათქვამს. 

სასწორი
მოერიდეთ რისკს, როცა საქმე ფინანსებს ეხება. შუადღეს საშუალება მოგეცემათ მოდუნდეთ და დაისვენოთ. კარგი დღეა ცნობისმოყვარეობის გამოსავლენად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, კარგია ფლირტი, მათ შორის ვირტუალურიც. 

მორიელი
ეცადეთ, არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორთან. ნუ იქნებით ჭირვეული და ჯიუტი. სიფრთხილით მოეკიდეთ ახალ შემოთავაზებებს, ფინანსურ გარიგებებს. 

მშვილდოსანი
ეცადეთ, პირადი სირთულეების შესახებ არავის მოუყვეთ. საღამოსკენ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. უმჯობესია, ეს დრო ოჯახში, მშვიდ გარემოში გაატაროთ. 

თხის რქა 
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას, როგორც მეგობრებთან, ასევე სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. რთული დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. საღამოს გადადეთ ყველა ვალდებულება და მოდუნდით, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას. 

მერწყული
ნუ მიიღებთ ყველაფერს გულთან ახლოს. მეტი დაკვირვებით მოაგვარეთ საბინაო და პროფესიონალური საკითხები. ეცადეთ, გულგრილი არ გახდეთ იმ საკითხებისადმი, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის. საღამოს არაფორმალური საუბარი გელით. თუმცა, ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. 

თევზები
იტყავით კრიტიკული ყველაფრისა და ყველას მიმართ (საკუთარი თავისადმიც) და რეალურად შეაფასეთ მოვლენები. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. განსაკუთრებით, უცხოელებთან; აგრეთვე, კონფლიქტს - კოლეგასთან. იყავით მეტად დაკვირვებული და მოერიდეთ გაურკველად საუბარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები