1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

8 მიზეზი, თუ რატომ სვამენ სპორტსმენები ლუდს

... და რატომ არის ეს ყველაფერი კარგი?

ვარჯიშიან სირბილის დროს ოფილის გამოყოფასა და ბევრი ლუდის სმას შორის უდაო კავშირია. კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტს ვვარჯიშობთ, მით უფრო მეტის დალევა შეგვიძლია. ნახშირწყლებისა და კალორიების გარდა, კიდევ ბევრი მიზეზია. გარდა კუნთებში მგრძნობელობის შემცირების, დაკარგული თხევადი ნივთიერებების ჩანაცვლებისა და თირკმელებში კენჭების გაჩენისთვის ხელის შეშლისა, კიდევ 8 მიზეზია, რატომაც კი არ იმსახურებ, არამედ აუცილებელია, რომ კიდევ ერთი ლუდი მიირთვათ.

ლუდი არ იწვევს დეჰიდრატაციას

ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მეცნიერებას ზუსტი მონაცემები არ მოუცია იმის დასამტკიცებლად, რომ ლუდი გასაჯანსაღებელი სასმელია, თუმცა იგი თქვენს პოსტ-ოფლიანობის ჰიდრატაციას კიდევ რაიმე განსაცდელს ნამდვილად არ დაუმატებს. 2015 წლის კვლევა, რომელიც Journal of the International Society of Sports Nutrition-ში დაიბეჭდა, გვაჩვენებს, რომ როდესაც 16-მა მამრობითი სქესის სპორტსმენმა მხოლოდ მინერალური წყალი, ან ლუდი და მინერალური წყალი, ვარჯიშის შემდეგ მოიხმარა, მათ დეჰიდრატაციებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. ხოლო 2015 წლის კვლევა, რომელიც International Journal of Sport Nutrition and Exercise Metabolism-ში დაიბეჭდა, ცხადყოფს, რომ მსუბუქი ლუდი, რომელსაც ცოტა ნატრიუმი ჰქონდა დამატებული, ვარჯიშის დასრულების შემდეგ სითხის შეკავებისთვის ხელშემწყობი აღმოჩნდა.

ალკოჰოლს კუნთებში მგრძნობელობის შემცირება შეუძლია

ლუდი ყველაფერს რეალურად აუმჯობესებს, მყესების ტკივილსაც კი. 2014 წლის International Journal of Kinesiology and Sport Science-ში გამოქვეყნებული კვლევა გვაჩვენებს, რომ სპორტსმენებისთვის ლუდის დალევის შემდეგ, მყესებში ტკივილის შეგრძნება ნაკლები იყო, ვიდრე შრომატევადი სესიის დასრულების შემდეგ მიღებული პლაცებოს ეფექტი.

ლუდი თირკმელებში კენჭების გაჩენისთვის ხელისშემშლელი ფაქტორიადროთა

 განმავლობაში ხშირმა დეჰიდრატაციამ შესაძლოა თირკმელებში კენჭების გაჩენა გამიწვიოს. ლუდს კი შეუძლია თირკმელები სუფთა მდგომარეობაში შეინარჩუნოს. 2013 წლის კვლევა, რომელიც Clinical Journal of the American Society of Nephrology-ში გამოქვეყნდა, გვაჩვენებს, რომ შაქრიანი სასმელები, იქნება ეს სოდა, თუ წვენი, უფრო ზრდის თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკს. ლუდის რეგულარულად მიღება რისკს 41%-ით აქვეითებს, ხოლო ღვინის მიღება მხოლოდ 31-33%-ით.

ლუდი ძვლებს აძლიერებს

2007 წლის კვლევა, რომელიც Nutritional Health and Aging-ში დაიბეჭდა, გვაჩვენებს, რომ დიეტურ სილიკონს ძვლისა და ჩონჩხის ქსოვილის სიძლიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აბა გამოიცანით, რომელია სილიკონის მიღების საუკეთესო საშუალება? ლუდი. Food and Science in Agriculture-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ნებისმიერი სახის ლუდის დღეში სამჯერ მიღება სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს დღიურ მოთხოვნას.

ლუდი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა

გარდა იმისა, რომ სვია ლუდს საოცარ გემოს აძლევს, 2009 წლის კვლევამ, რომელიც Molecular Nutrition and Food Research-ში გამოქვეყნდა, გვაჩვენა, რომ სვიას მწვავე ანთების შემსუბუქება შეუძლია. 2006 წლის Planta Medica -ის კვლევაში კი ვხედავთ, რომ სვიას შეუძლია იგივენაირად იმუშაოს ტრადიციულ COX-2 ინჰიბიტორებთან, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია.

ხელს უწყობს გუნდის ერთიანობას

Psychological Science-ში გამოქვეყნებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ალკოჰოლის ზომიერმა მოხმარებამ სოციუმთან ურთიერთობა უფრო იოლი გახადა. მან იმაზეც კი იქონია გავლენა, თუ რამდენად ხშირად იღიმის გუნდის წევრი. ჩვენი სოციალური წრეები მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ვარჯიშს ეხება.

შენი გული აფასებს სასმელს

მთავარი ფაქტორი აქ ზომიერებაა. ალკოჰოლის მიღება დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკებთან, თუმცა American Heart Association-ის კვლევის თანახმად, დღეში ერთ დალევას HDL-ის (კარგი) ქოლესტეროლის აწევა შეუძლია, აგრეთვე ხელს უშლის სისხლის შედედების ფორმირებას, რაც გულის შეტევასა და ინსულტს იწვევს. AHA გვირჩევს, რომ მამაკაცებმა დღიურად 1 ან 2 კათხა ლუდი მიირთვან, ხოლო ქალებმა - მხოლოდ ერთი.

ლუდი კარგია ნაწლავებისთვის

ლუდს ცუდი შეფასება აქვს იმის გამო, რასაც მუცელს უშვება. რა თქმა უნდა, ბევრ ლუდს თუ დალევ, ამის შედეგად წონაშიც მოიმატებ. თუმცა, ლუდი აგრეთვე შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. The American Journal of Gastroenterology-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებით იმ დაპირისპირება შეიძლება იმ ბაქტერიასთან, რომელიც კუჭის წყლულის წარმოქმნას იწვევს. ეს ბაქტერია კი ჰელიკობაქტერ პილორია. გარდა ამისა, ლუდი არბინოქსილან-ოლიგოსაკარდიდების კარგი წყაროა. არბინოქსილან-ოლიგოსაკარდიდები კი ის პრებიოტიკური საკვები პროდუქტებია, რითიც ნაწლავის ბაქტერია იკვებება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები