0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“გინდათ სისხლიანი ვენდეტები წაახალისოთ? ყველა ეტაპზე არსებობდა მტკიცებულებები მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად”

ჩამოტვირთვა

საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ თუ ახლობელი ჰყავს ახალგაზრდას სისტემაში, შეუძლია, რომ “გამოძვრეს” – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობენ.

“გინდათ სისხლიანი ვენდეტები წაახალისოთ? არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ ისჯება ის, ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირ წახალისება, რომ ხელში აიღოს ვენდეტა დაღუპულის ახლობლებმა? იმ ერთ დასკვნაში, რომელიც კომისიას აქვს, დადგინდა ახალი ფაქტები, დადგინდა კონკრეტულ ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის” – განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები