1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ილია მეორე : "მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა"

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. 

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დიდუბის ტაძარი განსაკუთრებულია. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როდესაც დიაკვნად მაკურთხეს. ამ ტაძარში გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ და მივიღე პირველი მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს. აქ არის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში, ლოცულობდნენ და ღებულობდნენ იმას, რასაც შესთხოვდნენ.

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს. დალოცვილი და გახარებული იყავით, ხშირად მობრძანდით ამ წმინდა ტაძარში და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. შევთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულად გადააქციოს,"- განაცხადა პატრიარქმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები