0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს სიტუაციის მიხედვით, გარშემო მყოფების მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. საღამოს ენერგიის მომატებას იგრძნობთ და არასტანდარტული იდეების განხორციელებას შეძლებთ. 

კურო
განწყობის ცვალებადობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. იყავით დაკვირვებული დეტალებისდამი. განსაკუთრებით ვაჭრობის დროს. 

ტყუპი
საღამომდე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ამ დროისთვის გადაიტანეთ ვალდებულებების შესრულება. მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ. 

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების მოგვარებაში რომანტიკული განწყობა შეგიშლით ხელს. კარგი დღეა ლოცვის, მედიტაციისა და დამამშვიდებელი მუსიკის მოსასმენად. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

ლომი
დილით ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ არც ფიზიკურად და არც მორალურად. საღამოს ოპტიმიზმისტურ განწყობაზე დადგებით და ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ. 

ქალწული
იყავით გულახდილი, სამართლიანი, მაგრამ არა სარკასტული. მხოლოდ საღამოს შეძლებთ კოლეგებთან საერთო ენის გამონახვას და საქმეების გაკეთებას. 

სასწორი
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ და ნაკლები იბუზღუნეთ. შეიძლება პარტნიორის მანერებმა მოგიშალონ ნერვები. ძილის წინ მოერიდეთ ახლობლებთან საქმეების გარჩევას. 

მორიელი
დასვენების, აზრების "დალაგების" დღეა. მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას. განსაკუთრებით, თუ შვებულებაში ხართ. საღამოს შეასრულეთ აუცილებელი ვალდებულებები. 

მშვილდოსანი
დილით გამოიძინეთ, არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. ნუ იქნებით პრეტენზიული ოჯახის წევრებისადმი წვრილმანების გამო. თქვენი კრეატიული შესაძლებლობები საღამოს გამოავლინეთ. 

თხის რქა 
საღამოსთვის დააგროვეთ ძალები, ენერგია. დღე შეიძლება გარშემო მყოფებს არც კი დაელაპარაკოთ ზედმეტად. პრობლემების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი შეხვედრები. მეტი დრო დაუთმეთ ჯანსაღ კვებას, სვით მეტი წყალი. საღამოს მოულოდნელი მგზავრობა გელით. 

თევზები
აკეთეთ ის საქმე, რომელი სიამოვნებას განიჭებთ და ცოტა ხნით გადადეთ მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება. საღამოს მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები